უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების პოზიციებს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს–უკრაინის გენშტაბი

უკრაინის ავიაციამ 16 დარტყმა მიაყენა რუსულ პოზიციებს: პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნებს და 6 დარტყმა მტრის საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებს. გასული დღის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს მტრის ორი ვერტმფრენი. ამის შესახებ გენერალური შტაბი იტყობინება.

ასევე, უკრაინის თავდაცვის ძალების სარაკეტო ჯარების და არტილერიის ნაწილებმა დაარტყეს საბრძოლო მასალის საცავს, 3 სამეთაურო პუნქტს და მტრის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 3 ზონას.

გენშტაბის ინფორმაციაში ასევე  ნათქვამია, რომ მტერი კვლავ განიცდის დიდ  დანაკარგებს, რადგან დადასტურდა  რუსების  მუდმივი განლაგების პუნქტის განადგურება მიმდინარე წლის 18 დეკემბერს ხერსონის რაიონის სოფელ ჩაპლინკას მახლობლად. დაღუპული და დაჭრილი დამპყრობლების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება, რომ რუსეთი სწრაფად კარგავს მისი საჰაერო ავიაციის  საბრძოლო ერთეულებს.

რუსების ჯამურმა საბრძოლო დანაკარგებმა ამ დროისთვის  შეადგინა 98 800 ადამიანი შეადგინა.

სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა განაცხადა, რომ ოკუპირებული მელიტოპოლის რაიონში რუსული ჯარები იმეორებენ იმავე სცენარს, რომლითაც ხერსონიდან უკან დახევამდე მოქმედებდნენ.