უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, ალექსანდრ მოტუზიანიკმა განაცხადა, რომ შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში, იზიუმის გარშემო რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს
„გიდასტურებთ, რომ უკრაინელი სამხედროების მიერ ინტენსიური საომარი მოქმედებების შედეგად რამდენიმე დასახლება გათავისუფლდა. ამასთან დაკავშირებით მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით”, – განაცხადა მოტუზიანიკმა.