უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში 30–ზე მეტი დასახლება დაიკავეს–ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები შეტევას განაგრძობს რამდენიმე მიმართულებით და ხარკოვის ოლში 30–ზე მეტ დასახლებაზე მოიპოვა კონტროლი.

“ამჟამად უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისულეს და კონტროლი დაამყარეს 30–ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე ხარკოვის ოლქში. რეგიონის სოლების დიდ ნაწილში მიმდინარეობს ტერიტორიების შემოწმების და  უზრუნველყოფის ღონისძიებები. თანდათან ვამყარებთ კონტროლს ახალ დასახლებულ პუნქტებზე – ყველგან ვაბრუნებთ უკრაინულ დროშას და დაცვას ჩვენი ხალხისთვის“–თქვა ზელენსკიმ.

“არ ვივიწყებთ სხვა მიმართულებებსაც. სასტიკი ბრძოლები გრძელდება დონბასზე, და ჩვენი ქვეყნის სამხრეთით. ვთხოვ უკრაინელებს გათავისუფლებული ტერტორიებიდან: გთხოვთ, აცნობეთ ჩვენი ძალების წარმომადგენლებს ნებისმიერი ინფორმაცია ოკუპანტების დანაშაულის შესახებ უკრაინულ მიწაზე“– თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.