უკრაინის ცნობით, კაშხლის ჩამონგრევის გამო ხერსონში 1 400-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ პროკუდინმა განაცხადა რომ ნოვა კახოვკას კაშხლის კოლაფსის შემდეგ, 1400-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.1800-ზე მეტი სახლი მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე დაიტბორა.

პროკუდინის თქმითვე, მომდევნო 20 საათის განმავლობაში წყლის დონე სავარაუდოდ, კიდევ ერთი მეტრით მოიმატებს.

“დატბორვის ინტენსივობა მცირდება, მაგრამ კაშხლის მნიშვნელოვანი დაზიანების გამო, წყლის დონის მომატება გაგრძელდება”, – თქვა პროკუდინმა.

6 ივნისის დილას ცნობილი გახდა, რომ რუსებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.