უკრაინის ხელისუფლებაზე კარგი წარმოდგენა აღარ მაქვს – გორის საკრებულოს თავმჯდომარე

გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებაზე კარგი წარმოდგენა აღარ აქვს.

“მე მაგალითად, ხელისუფლებაზე უკრაინისა უკვე კარგი წარმოდგენა აღარ მაქვს იმიტომ, რომ როცა საქართველო უამრავ დახმარებას უწევს და ამ დროს რაღაც თემებით არიან დაინტერესებული. მიხედე იქ უკრაინაში. 45-მილიონიან სახელმწიფოს ის ძალა არ ჰქონდა, რომ ამ დაჟანგებული რუსული არმიისთვის ელემენტარული წინააღმდეგობა გაეწია”, – თქვა რაზმაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ სტალინის მუზეუმი ქვეყნისა და გორის მუნიციპალიტეტისთვის სერიოზული შემოსავალია.