“მე მინდა, პირველ რიგში, შეგახსენოთ, რომ ჩვენი ელჩი უკრაინაში არის ის ადამიანი, რომელიც ომის დაწყების პირველი დღიდან დარჩა კიევში, განსხვავებით ბევრი სხვა ელჩისგან. მათ შორის, უკრაინის სტრატეგიული პარტნიორების ელჩებისგან და ყოველდღიურ რეჟიმში, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ტანკები იყო კიევს მიმდგარი, ის რჩებოდა კიევში, უკრაინის დედაქალაქში და ზრუნავდა ძალიან ბევრ რამეზე: ჰუმანიტარული კუთხით, პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით მის როლი იყო, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი.
ესეც რომ არ ყოფილიყო და მით უმეტეს ამის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, უკრაინის ხელისუფლების ეს ნაბიჯი არის შეურაცხმყოფელი და შესაბამისად, ძალიან დასანანი, ძალიან სამწუხარო. თუმცა, ამის მიღმა ჩვენ არ ვაპირებთ, რა თქმა უნდა, მათ შორის არც კომენტარებით, რეაგირებას. ჩვენ გვირჩევნია, როგორც უკვე ითქვა, დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან,”
აცხადებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.