საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი კლემან ბონი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას დაახლოებით 15-20 წელი დასჭირდება.
“ჩვენ უნდა ვიყოთ გულახდილები. თუ თქვენ ამბობთ, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას 6 თვე, წელიწადი, ან 1-2 წელი დასჭირდება, თქვენ იტყუებით. ეს ალბათ 15 ან 20 წელში მოხდება, ამას დიდი დრო სჭირდება”,- თქვა ბონმა Radio J-თან საუბრისას.
ფრანგმა მინისტრმა ემანუელ მაკრონის “ევროპული პოლიტიკური საზოგადოების” შექმნის შეთავაზება გაიმეორა და განმარტა, რომ მსგავსი მექანიზმი უკრაინას ბლოკთან ინტეგრაციაში დაეხმარება.
“არ მინდა უკრაინელებს რაიმე ილუზია ან ტყუილი შევთავაზო“,– აღნიშნა კლემან ბონიმ.