ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვამ დღევანდელი ანგარიში ხერსონის ოლქში მიმდინარე მოვლენებს მიუძღვნა, სადაც საოკუპაციო ხელისუფლება, როგორც ჩანს უკრაინული არმიის ქალაქ ხერსონში შესვლისთვის ემზადება:
- რუსეთის არმია, რომელმაც ოქტომბრის დასაწყისში ხერსონის მიმართულებაზე 20 კილომეტრით უკან დაიხია ჩრდილოეთისკენ, ცდილობს ფრონტის ახალი ხაზი გაამაგროს სოფელ მილოვოს დასავლეთით.
- ამ რაიონებში სასტიკი ბრძოლები გრძელდება, განსაკუთრებით ფრონტის ხაზის დასავლეთით, სადაც რუსული ფლანგი უკრაინული არმიის წარმატებული შეტევის შედეგად უკვე აღარ არის დაცული მდინარე ინგულეცით. რუსი სამხედროების დიდი ნაწილი ამ მონაკვეთში ეს არის საჰაერო–სადესანტო ძალების დაუკომპლექტებელი ფორმირებები.
- ბოლო დღეებში რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ, როგორც ჩანს გასცა ბრძანება ხერსონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილის ევაკუაციის მომზადების შესახებ. დიდი ალბათობით ისინი ელიან, რომ სამხედრო მოქმედებები მალე თავად ქალაქ ხერსონს მოედება.– წერს ბრიტანული სამხედრო დაზვერვა.