ბოლო დღეებში უკრაინის შეიარაღებული ძალები ქვეყნის სამხრეთით წინ მიიწევენ, თანდათანობით ავიწროვებენ რუსულ არმიას და ოკუპირებულ ტერიტორიებს ათავისუფლებენ.
უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციების და საინფორმაციო უსაფრთხოების ცენტრში რუკის დახმარებით გააკეთეს დემონსტრირება, როგორ მიიწევენ წინ უკრაინული ძალები ოკუპირებული ყირიმის მიმართულებით.
“ასე წაიწია წინ უკრაინულმა არმიამ ბოლო კვირის მანძილზე. არცთუ ჩქარა, თუმცა ნაბიჯ–ნაბიჯ – ვიბრუნებთ მშობლიურ მიწას უკრაინის კონტროლ ქვეშ“– წერს უწყება.
ამ დღეებში პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20% და გასათავისუფლებელია 2603 დასახლებული პუნქტი.
აშშ–ს ყოფილმა სახმელეთო სარდალმა ევროპაში, ბენ ჰოჯესმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უკრაინა სამხედრო ლოჯისტიკის თვალსაზრისით მდგომარეობას ყოველდღიურად აუმჯობესებს მაშინ, როცა რუსეთის მდგომარეობა უარესდება. სწორედ ამიტომ, მისი აზრით სამხედრო მოქმედებების კულმინაცია დონბასში აგვისტოში დადგება.