უკრაინული არმიის ინფორმაციით შავი ზღვის ფლოტის პოლიტმეთაური მოკლულია

უკრაინული არმიის სახმელეთო ძალები საკუთარ ფეისბუქ გვერდზე შავი ზღვის ფლოტის მეთაურის მოადგილის (პოლიტიკურ საკითხებში), პირველი რანგის კაპიტნის, ანდრეი პალიას სიკვდილის შესახებ აცხადებს, თუმცა მტკიცებულებებს არ აქვეყნებს.

მანამდე მაღალჩინოსანი რუსი სამხედროს მკვლელობის შესახებ ხერსონის ოლქში დაბომბივსას სხვადასხვა უკრაინული წყარო წერდა, გარდა ამისა, ანდრეი პალიას სიკვდილის შესახებ სოციალურ ქსელ вконтакте-ში მომხმარებელმა კონსტანტინ ცარენკომ დაწერა, რომელიც პალიას საკუთარ მეგობრად იხსენიებდა და მისი გარდაცვალების გამო წუხდა. ამჟამად ეს პოსტი უკვე დახურულია.