უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის ქალაქებზე მასობრივ თავდასხმას ოქტომბრის დასაწყისიდან გეგმავდა. დაზვერვის თქმით, კრემლმა თავდასხმის დაწყება რუს სამხედროებს 2-3 ოქტომბერს დაავალა და მთავარი სამიზნე სამოქალაქო ობიექტები უნდა ყოფილიყო.
“მასობრივი სარაკეტო თავდასხმების მიზანი უნდა ყოფილიყო კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მჭიდროდ დასახლებული ქალაქები და ცენტრალური რაიონები. 8 ოქტომბერს რუსეთის აეროდრომ ოლენიადან გადაიტანეს 7 სტრატეგიული სარაკეტო კომპლექსი აეროდრომ ენგელსზე. ასევე მობილიზებული იყო კალიბრის ტიპის 40 რაკეტა. კიდევ ერთი სამიზნე იყო თბოელექტროსადგური. ოკუპანტებს სურდათ უკრაინელებში პანიკა დაეთესათ და ევროპა დაეშინათ”, – აცხადებენ დაზვერვაში.