რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის მხარდაჭერის გამო, უკრაინული მხარე, 15-კაციან სიას აქვეყნებს, რომელთა დასანქცირებას ითხოვს. სიაში 12 ქართველია. აღნიშნული ინფორმაცია, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული სააგენტოს სანქცირების ჯგუფის ვებგვერდზე ვრცელდება.
გამოქვეყნებულ სიაში ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრებიც მოხვდნენ. ასევე, ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი და მისი ცოლი ქეთევან ხარაიძე, რომლის სახელზეც ალექსანდრე ივანიშვილს ბიზნესები აქვს გაფორმებული. სანქცირებულთა სიაშია ბიძინა ივანიშვილის დეიადშვილი უჩა მამაცაშვილი, მისი შვილი, ტატე მამაცაშვილი.
სანქცირებულთა სიაში არიან: ვანო ჩხარტიშვილი, დავით ხიდაშელი, გიორგი კაპანაძე, ირაკლი რუხაძე, სულხან პაპაშვილი, ლევან ვასაძე, ოთარ ფარცხალაძე, ალექსეი პოლტავჩენკო, დმიტრი კორჟევი, დმიტრი ტროიცკი.
სანქციების სამუშაო ჯგუფში შედიან ჯონ ჰერბსტი – აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში, ასევე დევიდ კრამერი, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.