უკრაინულმა ავიაციამ ვერტმფრენებით და თვითმფრინავებით სამჯერ მიიტანა შეტევა ხერსონის ოლქში მტრის თავმოყრის ადგილებზე. ამის შესახებ ოპერატიული მეთაურობა “სამხრეთი“ აცხადებს.
ამავე დროს, სამმა რუსულმა ვერმფრენმა “Ми-8” შეტევა მიიტანეს უკრაინული ძალების პოზიციებზე და ბერისლავის რაიონში ნიკოლაევკაზე უპირატესობის მოპოვება სცადეს, თუმცა მათ არაფერი გამოუვიდათ და ვერტმფრენები იძულებულნი გახდნენ გაქცევით დაეცვათ თავი უკრაინული იარაღისგან.
მეთაურობის ცნობით, შავ ზღვაზე სიტუაცია უცვლელია. მტერს კვლავ მზადყოფნაში აქვს 20 ფრთოსანი რაკეტა და 3 სადესანტო ხომალდი.
გენშტაბის ცნობით, სევეროდონეცკის მიმართულებით ოკუპანტები აგრძელებენ უკრაინული ქვედანაყოფების წინააღდეგ საარტილერიო ცეცხლს.
„მტერმა ავიადარტყმა მიაყენა უსტინივკას დასახლებას. ბრძოლა ქალაქ სევეროდონეცკზე სრული კონტროლის დაწესებისთვის გრძელდება,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.
გენშტაბის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით უკრაინის დამცველებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმა ზოლოტეს დასახლების მიმართულებით და მტერმა უკან დაიხია. ამასთან, ოკუპანტები ცდილობდნენ წინსვლას ვასილივკასა და ბერესტოვის მიმართულებებით, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა მათ ცეცხლი გაიხსნეს და აიძულეს, უკან დაეხიათ.