უკრაინულმა არმიამ ჯაველინების ეფექტურად გამოყენების რეკორდი დაამყარა

უკრაინელმა სამხედროებმა ტანკსაწინააღმდეგო კომპლექს ჯაველინის ეფექტურად გამოყენების რეკორდი დაამყარეს. ამის შესახებ უნიანის ცნობით პენტაგონი აცხადებს.

112 გასროლიდან 100 მიზანში ზუსტად მოხვდა – აღნიშნავს აშშ–ს თავდაცვის სამინისტრო.

1 მარტს უკრაინის არმიამ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების –  NLAWის და  Javelin–ის ახალი პარტია მიიღო.

Javelin – ეს არის ამერიკული გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი. ის ბრონირებულ სამხედრო ტექნიკას და დაბალი სიჩქარით მოძრავ საჰაერო სამიზნეებს ანადგურებდა. მას მტრის ტანკის განადგურება 5 კილომეტრის მანძილზე შეუძლია. გაშვების შემდეგ რაკეტა თვითონ პოულობს სამიზნეს, რის გამოც პრაქტიკულად ასპროცენტიანი სიზუსტე აქვს. ჯაველინის მოხვედრის შემდეგ ტანკისგან პრაქტიკულად ჯართი რჩება. ტანკში ან ბრონირებულ მანქანაში მჯდომს კი გადარჩენის შანსი პრაქტიკულად არ აქვს.