უკრაინულმა არტილერიამ რუსების საცეცხლე პოტენციალი შეამცირა – ზელენსკი

უკრაინულმა არტილერიამ რუსების საცეცხლე პოტენციალი შეამცირა –  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1 აგვისტოს შედეგების შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“ბოლო დღის განმავლობაში ბრძოლის ველზე ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. სასტიკი ბრძოლები გრძელდება დონბასში, ხარკოვის რეგიონში, გრძელდება ბრძოლა ჩვენი სახელმწიფოს სამხრეთისთვის. [..] უკრაინულმა არტილერიამ და დაზვერვამ უკვე ბევრი გააკეთეს ოკუპანტების საცეცხლე პოტენციალის შესამცირებლად და ეს იგრძნობა. დღეს მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს ჯარისკაცს, რომლებიც ანადგურებენ რუსულ ლოგისტიკას, ანადგურებენ ოკუპანტების საბრძოლო მასალას და არ ტოვებენ ოკუპანტებისთვის არც ერთ უსაფრთხო ადგილს ჩვენს მიწაზე”, – აღნიშნა ზელენსკიმ.