უკრაინის შეირაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქში, დროებით ოკუპირებულ ქალაქ კადიივკაში რუსი ოკუპანტების ბაზა გაანადგურეს.ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს.
“კადიივკა და ნოვოაიდარი. მათ ეუბნებოდნენ, რომ მოწევა ზიანს აყენებს ჯანმრთელობას და ზოგჯერ სიცოცხლეს… არ მოუსმინეს. კადიივკაში [სტახანოვი] ადგილობრივ კულტურის სასახლეში რაშისტების ბაზა განადგურდა.
ნოვოაიდარის სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე მტრის ტექნიკა და პირადი შემადგენლობა განადგურდა. გაგრძელება იქნება.”- წერს ჰაიდაი.