უკრაინულმა ძალებმა 3 დღეში ხარკივის მიმართულებით 50 კმ-ით წინ წაიწიეს

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში სამ დღეში 50 კილომეტრით წაიწიეს წინ. გენშტაბი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინული ძალები წარმატებულ კონტრშეტევას ახორციელებენ.

  • “ოსტატური და კოორდინირებული მოქმედებების წყალობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით, 3 დღეში თითქმის 50 კმ-ით დაწინაურდნენ.ოკუპანტები ცდილობენ დაჭრილი პერსონალისა და დაზიანებული სამხედრო ტექნიკის ევაკუაციას ოლხოვატკასა და ბოროდოიარსკოეს დასახლებების რაიონებში. სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული საოკუპაციო ჯარების პერსონალი დეზერტირობას მიმართავს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ცდილობს დაბრუნდეს. დღის განმავლობაში 15-ზე მეტი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა,” – განაცხადა გენერალურმა შტაბმა.