ბესო ხანგური, რომელიც რუსთაველის თეატრმა დროებით ყველა როლიდან ჩახსნა, ამბობს, რომ უკრაინაში, სერიალში საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს განასახიერებს.
“Znai nashix”- უკრაინული სერიალი. ვთამაშობ მიხეილ სააკაშვილს”,– წერს ზანგური საკუთარ Facebook-გვერდზე.
ცნობისთვის, მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი მეუღლე ბესო ზანგური ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. ზანგური ბრალდებებს უარყოფს.