უკრიანელ ლტოლვილებს ევროკავშირში ცხოვრების და მუშაობის უფლება მისცეს

უკრაინის შსს–მ განაცხადა, რომ უკრაინიდან დევნილი ადამიანები შეძლებენ ევროკავშირის ქვეყნებში სამი წლის განმავლობაში იცხოვრონ, ისწავლონ და იმუშაონ. თუ საბრძოლო მოქმედებები გაჭიანურდება, ვადა კიდევ ორი წლით გაგრძელდება.

უწყების ინფორმაციით, ამჟამად 454 ათასი უკრაინელი პოლონეთს აფარებს თავს, 116 ათასი უნგრეთს, 67 ათასი კი სლოვაკეთს. გარდა ამისა, 79 ათასი ადამიანი გაიქცა მოლდოვაში, რომელიც ევროკავშირში არ შედის და მხოლოდ დღეს შეიტანა განაცხადი, საქართველოს მსგავსად, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

ეს გადაწყვეტილება უკრაინის მოქალაქეებისთვის  წესების მნიშვნელოვანი შემსუბუქებაა. აქამდე მათ ევროკავშირში უვიზოდ შესვლა შეეძლოთ, თუმცა მხოლოდ 3 თვემდე ვადით და მუშაობის უფლების გარეშე.