უმაღლეს საბჭოში 2 ახალი წევრის არჩევით კლანი ინარჩუნებს გავლენებს ” – ამის შესახებ, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის განცხადებაშია აღნიშნული. GDI ხაზს უსვამს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 ახალი მოსამართლე წევრის არჩევა არის ე.წ კლანის მცდელობა შეინარჩუნოს გავლენები რადგან ახალი წევრების არჩევის საჭიროება არ არსებობდა.
“იმისათვის, რომ კონფერენციას საბჭოს ახალი წევრები აერჩია, უფლებამოსილება ვადამდე შეიწყვიტა საბჭოს ორმა მოქმედმა წევრმა, თამარ ონიანმა, რომელსაც უფლებამოსილება 2022 წლის 24 მარტს ეწურებოდა და თეა ლეონიძემ, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ზუსტად ერთი წლის წინ იქნა არჩეული.აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი გახდა უშუალოდ მოსამართლეთა კონფერენციაზე და მიუხედავად არაერთი მცდელობისა, მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი გაურკვეველი მიზნით არ ასაჯაროებდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ ტოვებდა თანამდებობას იუსტიციის საბჭოში და ვის ნაცვლად უნდა აერჩიათ მოსამართლეებს საბჭოს ახალი წევრები. ამასთან, კონფერენციაზე არცერთ მათგანს არ განუმარტავს მიზეზი, თუ რატომ მიმართეს მათ იუსტიციის საბჭოს უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ განცხადებით”, – ნათქვამია განცხადებაში