“უმრავლესობაში, გუნდში ზოგადად, ყველაფერი არის ძალიან კარგად. თუ რაიმე საკადრო გადაადგილება იქნება გუნდის ფარგლებში, ამასთან დაკავშირებით გაგიზიარებთ ინფორმაციას”,

აცხადებს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით რომლის მიხედვით უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის გიორგი ხელაშვილი და დავით სერგეენკო, მანდატებს ტოვებენ.