,,ქართული ოცნების” ლიდერის, ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული ოცნების დეპუტატები და მინისტრები მომდევნო სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს გადარიცხავენ კორონავირუსთან ბრძოლის StopCov ფონდში.
კობახიძემ განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა 93 დეპუტატისგან შედგება, ხოლო მთავრობაში 12 წევრია, შესაბამისად, მთლიანობაში, 105 თანამდებობის პირი გაიღებს თანხას.
“საჭიროებისამებრ, მზად ვართ, მომავალში შევიტანოთ დამატებითი წვლილი ეპიდემიასთან ბრძოლის საქმეში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტიის სხვა წევრებიც, ყველა, ვისაც მიუხედავად რთული ვითარებისა, აქვს შესაძლებლობა, დასაქმებულია კერძო თუ საჯარო სექტორში და აქვს შემოსავალი, ამ შემოსავლისა და სოციალური მდგომარეობის შესაბამისად, განახორციელევს შენატანებს აღნიშნულ ფონდში და ამით გამოხატავენ სოლიდარობას ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ” – ამბობს კობახიძე.
დღეს საქართელოში კორონავირუსი კიდევ 13 ადამიანს დაუდგინდა, საერთო ჯამში ქვეყანაში ინფიცირებული 130-ია. მათგან 26 განიკურნა.