უმრავლესობის მხარდაჭერა ღარიბაშვილს ექნება და პრემიერი გახდება – მდინარაძე

ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობას უმრავლესობა მხარს აუცილებლად დაუჭერს.

„მხარდაჭერა პრაქტიკულად გარანტირებულია საქართველოს პარლამენტში, რადგან საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა, ფრაქცია „ქართული ოცნება“ დღეს პრაქტიკულად სრული შემადგენლობით იყო შეკრებილი, ჯერ პოლიტსაბჭოს ფორმატში მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, შემდეგ ეს გადაწყვეტილება გავაცანით უმრავლესობას – ფრაქცია „ქართულ ოცნებას“. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია უკვე დაბეჯითებით, დარწმუნებით ვთქვათ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერობის კანდიდატად ექნება და პრემიერი გახდება ირაკლი ღარიბაშვილი, აქ კითხვის ნიშნები პრაქტიკულად არ არის, ეს არის უკვე გადაწყვეტილი, იმიტომ რომ მას უკვე უმრავლესობის სხდომაზე დაუფიქსირეს ჩვენმა კოლეგებმა სრული შემადგენლობით მხარდაჭერა“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.