უმრავლესობის 92 დეპუტატი საკონსტიტუციო ცვლილებას გარანტირებულად მხარს დაუჭერს – მამუკა მდინარაძე

“უმრავლესობის 92 დეპუტატი საკონსტიტუციო ცვლილებას გარანტირებულად მხარს დაუჭერს”- ამის შესახებ, ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი  თქმით, უმრავლესობის 92 დეპუტატი საკონსტიტუციო ცვლილებებს გარანტირებულად მხარს დაუჭერს. ამ თემაზე მან კომენტარი ქართული ოცნების ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ გააკეთა.

“არათუ მხარდაჭერის იმედი, არამედ კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რასაც მყარად ვაფიქსირებდით და თამამად, 92 დეპუტატი, რომელიც აფიქსირებდა აქამდეც მხარდაჭერას საკონსტიტუციო ცვლილების მიმართ, მხარს დაუჭერს გარანტირებულად”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.