ადამიანები მიდიან, ადამიანები ბრუნდებიან. არსებობს მოსახლეობის ასეთი ნაწილი, რომელიც ძალიან კრეატიულად იქცევა გარკვეული მოვლენების ფონზე – ისინი მარტივად, მოკლეხნით ან საშუალო დროით იცვლიან საცხოვრებელ ადგილს. არ მგონია, რომ ეს რაიმე სახის ტენდენციაა და რა თქმა უნდა არ არის საჭირო ამ ადამიანების რაოდენობის გადაჭარბებით შეფასება. თუმცა, ასეთი მოქალაქეები არსებობენ. დიახ, ისინი თავისუფალი არიან გადაადგილებაში. ისინი მუდმივად ეძებენ რაღაც უკეთესს და ვერ ხვდებიან, რომ ყველაზე კარგი სამშობლოა. ამავდროულად, მათ არავინ უშლის ხელს ბედნიერების სხვაგან ძიებაში, თუმცა, რა თქმა უნდა, უმჯობესია, ბედნიერება იქ ეძებო, სადაც ასეთი სახალხო არეულობა არ არის და სადაც შენი სამშობლოს დროშებს არ წვავენ