• „მჯერა, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციიდან სასწავლი ერთ-ერთი გაკვეთილი ის არის, რომ მნიშვნელოვანია, მათ, ვისაც სჯერათ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, უნდა უზრუნველყონ საქართველოს მსგავსი ახლო და ღირებული პარტნიორების მხარდაჭერა. უკეთესია მათი მხარდაჭერა მოხდეს მალე, ვიდრე გვიან. შესაბამისად, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც განიხილება დღეს და ხვალ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე არის ის, როგორ შეგვიძლია მხარდაჭერის გაძლიერება სხვა პარტნიორებისამდი, რომლებიც რუსეთის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მათგანი საქართველოა. რუსეთი აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილს. ჩვენ განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია მეტი მხარდაჭერის აღმოჩენა ისეთ სფეროებში, როგორიცაა კიბერსივრცე, უსაფრთხოების კომუნიკაციები, შესაძლებლობების გაძლიერება და სხვა გზით საქართველოს გასაძლიერებლად რუსეთის მხრიდან ზემოქმედებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. ნატო-ს კარი ღია რჩება. ბოლო რამდენიმე ათწლეულში ნატო-ს გაფართოება იყო იმის წარმატებული მაგალითი, თუ როგორ უნდა გავრცელდეს დემოკრატია, კანონის უზენაესობა, სტაბილურობა და მშვიდობა ევროპაში. წევრობის საკითხები გადასაწყვეტია იმ აპლიკანტი ქვეყნის მიერ, რომელიც მიისწრაფვის წევრობისკენ, ასევე ნატო-ს 30 მოკავშირის მიერ. რუსეთს ან სხვა ქვეყნებს ამ საკითხზე ვეტოს უფლება არ აქვთ. ეს არის აპლიკანტი ქვეყნისა და ნატო-ს 30 წევრის გადასაწყვეტი“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საგარეო საქმეთა მინისტერიალამდე განაცხადა.