უნგრეთი რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს, მათ შორის SWIFT-ზე, არ დაბლოკავს – პოლონეთი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პაველ იაბლონსკი აცხადებს, რომ უნგრეთი არ დაბლოკავს რუსეთის წინააღმდეგ არც ერთ სანქციას მათ შორის არც SWIFT-ის სისტემასთან დაკავშირებულ სანქციას. ამის შესახებ პაველ იაბლონსკი Twitter-ზე წერს.

“ვესაუბრე პოლონეთში უნგრეთის ელჩს. უნგრეთი არ დაბლოკავს რუსეთის წინააღმდეგ არც ერთ სანქციას, მათ შორის SWIFT-ის სისტემასთან დაკავშირებულს.” – წერს იაბლონსკი Twitter-ზე.

საფრანგეთის და იტალიის შემდეგ, რუსეთის Swift-დან გარიცხვას დათანხმდა კვიპროსიც.

“კვიპროსმა დაადასტურა, რომ რუსეთის SWIFT-დან გათიშვის წინადადებას არ დაბლოკავს. უკრაინელი დიპლომატები 24/7-ზე მუშაობენ, რათა მიაღწიონ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და დაიცვან უკრაინა რუსი ოკუპანტებისგან” – განაცხადა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.