უნგრეთი უკრაინის დასახმარებლად €187 მილიონს გამოყოფს

რუსეთის აგრესიის და სარაკეტო დაბომბვების პარალელურად პარტნიორების მხარდაჭერა უკრაინის მიმართ იზრდება. რუსეთის მორიგი სარაკეტო შეტევის შემდეგ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა ოთხშაბათს საღამოს განაცხადა, რომ მან სთხოვა გერმანიას უკრაინაში გაეგზავნა მანამდე პოლონეთისთვის შეთავაზებული პატრიოტის საზენიტო სარაკეტო სისტემები.

ამერიკული კომპლექსი MIM-104 “პეტრიოტი” საზენიტო კომპლექსია რომელსაც იყნებენ აშშ-ს შეიარაღებული ძალები და ნატოს წევრი სხვა სახელმწიოფოები. ის გამოიყენება როგორც თვითმფრინავების წინააღმდეგ ისე საკონტინენტთაშორისო რაკეტების, ახლო რადიუსის რაკეტების წინააღმდეგ და ა.შ.

უკრაინის დასახმარებლად 187 მილიონ ევროს გამოყოფს უნგრეთი

ეს იქნება მისი წვლილი ევროკავშირის საერთო ფინანსური დახმარების პაკეტში რომელიც 18 მილიარდი ევროა.

მინისტრთა კაბინეტის განკარგულება, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მოაწერა ხელი, დღეს ხუთშაბათს უნგრეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ბრძანება ავალებს საგარეო საქმეთა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრს, დაიწყოს მოლაპარაკებები უნგრეთის სახელით კიევთან უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ აუცილებელი შეთანხმების შემუშავების მიზნით.

ბრიტანეთი უკრაინას Sea King–ის უახლესი მოდელის ვერტმფრენებს მიაწვდის, ექსპერტების აზრით, ამ შვეულმფრენების გამოყენება შესაძლებელია შავ ზღვაში რუსულ წყალქვეშა ნავებთან საბრძოლველად და უკრაინელი პილოტები უკვე გაწვრთნილნი არიან მათ გამოყენებაში.

უკრაინას დამატებით დახმარებას გამოუყოფს გერმანიაც. საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალინა ბერბოკის თქმით გერმანია დამატებით 1 მილიარდ ევროს გამოყოფს მსოფლიოში რუსული აგრესიით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისის შედეგების დასაძლევად.
ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც მხოლოდ ამ ომის დასრულების სურვილი არ არის საკმარისი. ჩვენ არ მივცემთ რუსულ შიმშილისა და გაყინვის სტრატეგიას გამარჯვების საშუალებას.“– ამბობს ბერბოკი.

გერმანია 2023 წელს საერთაშორისო ჰუმანიტარული პროგრამებისთვის 2,7 მილიარდ ევროს გამოყოფს.