უნდათ გზავნილის “რუსეთი ოკუპანტია”, “აზერბაიჯანი ოკუპანტია”-თი ჩანაცვლება – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმით ხელისუფლების მიზანი მასობრივ ცნობიერებაზე მორიგი ძალადობაა.

მისი თქმით, ვიღაცას უნდა გზავნილი “რუსეთი ოკუპანტია” ჩანაცვლდეს “აზერბაიჯანი ოკუპანტიათი”.

“თუ ამოცანაა წინა ხელისუფლების დადანაშაულება სახელმწიფო ინტერესების გაყიდვაში, ვფიქრობ, დავით-გარეჯის თემაზე ბევრად უფრო პერსპექტიული თემებია – “კოდორი გაყიდა”, “შიდა ქართლის სოფლები გაყიდა”, “ენგურჰესი რაოს მიყიდა მემორანდუმით” და ა.შ. რატომ მაინცდამაინც გარეჯი, სადაც გაყიდვის ფაქტი ჯერაც არ შემდგარა, რადგან საზღვარი დადგენილი არ არის?

პასუხი მარტივია და სამიზნე არა წინა ხელისუფლება, არამედ მასობრივ ცნობიერებაზე მორიგი ძალადობაა – თუ დანაშაულებრივად გაყიდე, ე.ი. ვიღაცამ დანაშაულებრივად იყიდა, ანუ ოკუპირება მოახდინა. ასე უნდა ვიღაცას გზავნილის “რუსეთი ოკუპანტია” “აზერბაიჯანი ოკუპანტია”-თი ჩანაცვლება… რუსეთი კი დაგვიბრუნებს, აგერ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა – რუქები მოგვცა…”,– წერს გია ხუხაშვილი Facebook–ზე.