ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ქართულ ოცნებას მოუწოდებს, საჯაროდ აღიარონ, რომ უმქანისები არიან.
“ოცნება როდემდე უნდა გააგრძელოთ ქვეყნის უკუსვლა? Jonson&Jonson-ის 11 მილიონი ვაქცინა უკვე სამხრეთ აფრიკამ იყიდა, ვაქცინა, რომელიც ორი დღის წინ დაარეგისტრირა ამერიკის FDA-მ.
უნდა აღიაროთ სახალხოდ, რომ არაფრის მაქნისები ხართ ჩვენდა სამწუხაროდ. ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა! ქვეყანას სჭირდება ახალი არჩევნები! ქვეყანას სჭირდება პროფესიონალი მენეჯმენტი! დროის გაწელვის სხვა ყველა მცდელობა უფსკრულისკენ მიგვაქანებს”,– წერს ხაზარაძე Facebook–ზე.