“ერთადერთი აქტუალური შეკითხვა, რომელიც შეიძლება თქვენთან ვინმეს ჰქონდეს, რომელიც ჩემმა კოლეგამ, ბადრი ჯაფარიძემ კომიტეტის სხდომაზე უკვე დაგისვათ, როდის აპირებთ, რომ გადადგეთ. სამწუხაროდ, დღეს ბატონი ბადრი ვერ ესწრება სხდომას, მათ შორის თქვენი არცთუ მცირე წვლილის შედეგად, იძულებულია, ესწრებოდეს სასამართლო სხდომას, რომელიც მიმდინარეობს მისი და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანაში პირველად გახდა პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი. მე გისვამთ ბატონი ბადრის მაგივრად ამ შეკითხვას, როდის აპირებთ რომ გადადგეთ?

როდესაც ვამბობ, რომ უნდა გადადგეთ, შეგახსენებთ, რატომ უნდა გადადგეთ. 25 წლის მანძილზე ინფლაციამ ჩვენს ქვეყანაში მიაღწია მაქსიმალურ ნიშნულს. თქვენ კომიტეტის სხდომაზე მითხარით, რომ ეს არ არის სიმართლე. ამიტომ თუ მომცემთ იმეილს, გადმოგიგზავნით ცხრილს. უცნაურია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არ აქვს მონაცემებით გასული 25 წლის მანძილზე ინფლაცია სადამდე ადიოდა ჩვენს ქვეყანაში. 1996 წელს გვქონდა 13%-იანი ინფლაცია, დღევანდელი მონაცემებით ასულია 12.5%-ზე, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი 25 წლის მანძილზე. თქვენ გვეუბნებით, რომ ინფლაცია კვლავ გაიზრდება დეკემბრის ბოლომდე. ამიტომ 25 წლის მანძილზე რეკორდულ ინფლაციას რომ მიაღწევ ქვეყანაში, როგორ ფიქრობთ, აქ თქვენ განცხადების გარდა, რომ მიდიხართ პოსტიდან, რამე სხვას უნდა გვეუბნებოდეთ საქართველოს პარლამენტში?”

მიმართა ფრაქცია ლელოს წევრმა, სალომე სამადაშვილმა ეროვნულიო ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს, რომელსაც პარლამენტში უსმენენ.