კვირა, 22 დეკემბერი , 2024, 18:27

უნდა გამკაცრდეს ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც – ღარიბაშვილი

“ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა ამ მეტად დამღუპველ, რომ იტყვიან მოძრაობაში, რასაც ჰქვია ნარკომანია. მე ვიცი, რომ ბოლო პერიოდში საერთოდ, მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ ლიბერალური გახდა კანონმდებლობა ნარკომანიის მიმართულებით და ჩვენი ახალგაზრდები ნაცვლად იმისა, რომ დასაქმდნენ სპორტით, სხვადასხვა საქმიანობით, ისწავლონ, იმუშაონ, არიან დაკავებულები აი, ამ სწორედ მავნე ნივთიერებების მოხმარებით.

ამიტომ უნდა გამკაცრდეს მათ შორის ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც. ამის თაობაზე ჩვენ გვექნება დამატებით საუბარი მთავრობის სხდომაზე და მე პირადად გავაკონტროლებ აღსრულების პროცესს”

თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.