უნდა განვაახლოთ და გავაფართოვოთ მშვიდობიანი და მწვავე პროტესტი – ბოკერია

“უნდა განვაახლოთ და გავაფართოვოთ მშვიდობიანი და მწვავე პროტესტი “- „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საჭიროა, რომ მშვიდობიანი და მწვავე პროტესტი განახლდეს და გაფართოვდეს.

„ივანიშვილის გარემოცვამ გუშინ ჩვენი პარტნიორების წინაშე მოახდინა იმის დემონსტრირება სრულად, რასაც ახდენდა სხვადასხვა ინტენსივობით ჩვენი საზოგადოების თვალწინ მთელი ამ წლების განმავლობაში. უბრალოდ ახლა ქვეყანაში ისეთი ღრმა კრიზისია მათი ნაბიჯების შედეგად, რომ კიდევ უფრო თვალნათელი იყო და თუ შეიძლება ამაზე მეტად გაშიშვლება ვითარების, გაშიშვლებული იყო მათი სახე, რამხელა საფრთხეა და როგორ ჰქონდათ დავალება, რომ ვერც კი იმსჯელონ საკვანძო საკითხებზე.შთაბეჭდილება დამრჩა, საკვანძო თემებზე, რომელიც გამხსნელია სხვა თემების, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები, ბრძანება ჰქონდათ, რომ ამ კითხებზე ფიქრის უფლება არ ჰქონდათ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ, განვაახლოთ და გავაფართოვოთ მშვიდობიანი და მწვავე პროტესტი. თავისუფალი სამყაროს და საქართველოს მოკავშირეების, მათ შორის ევროკავშირის და აშშ-ს და ყველა დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიას და სუვერენიტეტს, ნიშნავს პირდაპირი თვალსაზრისით წნეხს ამ რეჟიმზე. ეს გაგრძელდება აუცილებლად და ამ ინსტრუმენტებით უნდა მივიდეთ სასურველ ამოცანამდე, ვადამდელ მშვიდობიან არჩევნებამდე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებამდე და შემდეგ, ამ ხელისუფლების ჩამოშორებამდე ძალაუფლებიდან“, – განაცხადა ბოკერიამ.