უნდა გქონდეთ მოლოდინი, რომ ვიზების შეზღუდვის მიმართულებით ვიმოქმედებთ – სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა.
ჟურნალისტიმა, ალექს რაუფოღლუმ მეთიუ მილერს ჰკითხა მოსაზრება თბილისის მერის, კახა კალაძის სიტყვებთან დაკავშირებით, რომ სანქციებს არ მოელის, რაზეც მილერმა ქართულ ოცნებას შეახსენა, რომ გასულ დღეებში ახალი სანქციების პოლიტიკა უკვე გამოაცხადეთ, თუმცა ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ დაუსახელებიათ.
“ჩვენ გამოვაცხადეთ ახალი სანქციების პოლიტიკა. ჯერ არ გამოგვიცხადებია ინდივიდუალური სანქციები. აქ შევჩერდები. თუმცა ცხადად ვთქვით, რომ მათ დაწესებას არ დავაყოვნებთ..[….]სახელმწიფო მდივანმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც საუბარი იყო საქართველოსთან ჩვენი პოლიტიკის ყოვლისმომცველ გადახედვაზე, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ასობით მილიონ დოლარს, რომელსაც საქართველოს დასახმარებლად ვაწვდიდით. ასევე გამოცხადებულია ვიზების შეზღუდვის პოლიტიკა და სრულიად უნდა გქონდეთ მოლოდინი, რომ აშშ ამ მიმართულებით იმოქმედებს. აქ შევჩერდები.” – დაამატა მილერმა.