თავისთავად, ეს არის უკვე ძალიან მძიმე ფაქტი, რომ კონკრეტული ეჭვმიტანილი, ფიგურანტი ამ საქმის საუბრობს უკრაინის სპეცსამსახურებზე, რა თქმა უნდა, ეს არის ის საკითხი, რითაც განსაკუთრებით უნდა დაინტერესდეს უსაფრთხოების სამსახური და ბუნებრივია, დაინტერესდება კიდეც.

რაც შეეხება შესაძლო კავშირს, იმ მოვლენებთან, შიდაპოლიტიკურ მოვლენებთან, რომლებიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, ამ დაანონსებულ, ეგრეთწოდებულ, დამხობასთან ეს არის ის საკითხი, რომლითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა დაინტერესდეს. თქვენ ხედავთ, რომ აბსოლუტურად სასოწარკვეთილია ოპოზიცია და ეს არის მთავარი მიზეზი. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, მათ ნებისმიერი ტიპის პროვოკაციაზე შეიძლება დაიწყონ ფიქრი. ასეთ დროს განსაკუთრებული ყურადღება მართებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და დარწმუნებული ვარ, რომ სუს-ი ბოლომდე მიყვება ამ საქმეს, რომ ნებისმიერი ასეთი ფაქტი უნდა იყოს სრულად გამოძიებული და უნდა დავადგინოთ, ვის უნდა ჩვენს ქვეყანაში არეულობის შემოტანა, ვის უნდა ჩვენი ქვეყნისთვის ზიანის მიყენება, რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავუშვებთ ასეთ რამეს, შესაბამისად, რეაგირება იქნება ყველაფერზე მკაცრი.

თქვა ივანიშვილის პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სუს-ის გავრცელებულ ინფორმაციაზე.