“რაც შეეხება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს, ამ მოვლენებს ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, ეს არის ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ. ბუნებრივია, ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, ეს არის და ეს. მეტი არაფერი. ქვეყნის უსაფრთხოება არის დაცული, ყველაფერი არის დაცული, ამაზე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ზრუნავენ ჩვენი სახელმწიფო უწყებები. სახელმწიფო დგას მყარად უსაფრთხოების სადარაჯოზე და არავის მითითება, მით უმეტეს გახარიას მითითება ამასთან დაკავშირებით არ სჭირდება. [საზღვრის ჩაკეტვასთან დაკავშირებით?] სისულელეა, სისულელეზე კომენტარს ვერ გავაკეთებ”,

აცხადებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რუსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.