“უნდა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, ან ჩამოიშლება უბრალოდ პარლამენტი “- ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა წევრმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა. მისი თქმით ან რიგგარეშე და სამართლიანი არჩევნები დროულად დაინიშნება ან პარლამენტი უბრალოდ ჩამოიშლება.
“პარლამენტი, რომელიც იქნება ერთი ადამიანის და მის ირგვლივ შეკრებილი რაღაც რაოდენობის ადამიანების თავყრილობა, პოლიტიკური წონა და სანდოობა ვერ ექნება. ამიტომ, ქართულ ოცნებას ურჩევნია დროულად დანიშნოს სამართლიანი და რიგგარეშე არჩევნები, წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტი უბრალოდ ჩამოიშლება”, – ამბობს შავგულიძე.
“ევროპული საქართველო” პარლამენტში შესვლასა და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს. ამის შესახებ დღეს გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე პარტიის ლიდერებმა განაცხადეს.