“უნდა დაიწყო “გირჩივით” ნარკოტიკების გაყიდვა, მერე გაიჩხერ და იწუწავებ” – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა პარტიებისთვის დაფინანსების შესაძლო შეწყვეტაზე. ამის შესახებ, მან “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი”ისაუბრა
“პარლამენტში არ შევალ რაც არ უნდა ქნან, სულ ყირაზე, რომ დადგნენ. ისიც არ იციან ალბათ, რომ ლეიბორისტული პარტია 1995 წელს შევიქმენით და 2007 წლამდე ჩვენ არ ვფინანსდებოდით. 12 წელი ვიყავით ყოველგვარი დაფინანსების გარეშე, რაღაცას ან ოჯახიდან მოვიტანდით, ან ვიღაც მადლიანი გამოჩნდებოდა, ახლა ეგეთიც არ ჩანს, ბიზნესმენი არ მახსოვს უკვე რამდენი წელია, რომ რაღაც ერთი ცენტი მაინც გაეღო… ბიუჯეტი არ გაფინანსებს, მაშინ რა უნდა ქნა? უნდა დაიწყო “გირჩივით” ნარკოტიკების გაყიდვა, ნარკომოვაჭრეებთან ალიანსი, მერე გაიკეთებ, გაიჩხერ, დაიკავებ საწუწაოს და პარლამენტიდან შემომსვლელ-გამომსვლელს გაწუწავ… და ყველაზე მეტად საშიშია ის ხალხი, რომელიც ასე ფიქრობს, როგორც “გირჩი” – განაცხადა ნათელაშვილმა.