“საქართველოს შვილები ვართ, რაც ჩვენთვის ნიშნავს ტრადიციებს, ღირსებას, კულტურას, რომელშიც ქართველი კაცი ქალის ღირსების მცველი იყო.
ამ დროს, პარლამენტის უმაღლესი ტრიბუნიდან ვისმენთ ქალების ლანძღვას, შეურაცხყოფას და ბულინგს, რაც ირიბად დასაშვებს ხდის ქალებზე სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობას და ახალისებს ფემიციდს.
გუშინდელ ინციდენტს შეესწრო არაერთი დეპუტატი სხვადასხვა პარტიიდან. როგორ უნდა ისხდეთ ჩუმად ასეთ დროს?
უნდა დასრულდეს პოლიტიკა, რომელიც ჩაგვრაზე, ძალადობაზე და უღირსობაზეა აგებული.”
აცხადებს “ლელო- საქართველოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ქართული ოცნების დეპუტატი კაცების მხრიდან, ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების შეურაცხყოფასა და მათი მისამართით უცენზურო გამონათქვამებზე.