“ეს არის ერთ-ერთი შედეგი ამ ბრუტალური, დამანგრეველი ომისა, რომელსაც რუსეთი უკრაინაში აწარმოებს. ეს ახალი არ არის, კახოვკის ჰესი გაგიკვირდათ, მაგრამ დღემდე განადგურებულია უკრაინის ტერიტორიის 20%, ქალაქები, სოფლები მიწასთანაა გასწორებული. კახოვკის ჰესი ერთ-ერთია და სწორედ  ამაზე გვაქვს ჩვენ საუბარი, როცა ჩვენ მშვიდობის მნიშვნელობაზე მივუთითებთ ყოველდღიურად. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ჩვენ ვერ ვხედავთ და მე მგონიო, ვერავინ ხედავთ რეალურ მცდელობებს, რომ ეს ომი დასრულდეს ან მოლაპარაკებების შესახებ მოწოდებები გაკეთდეს. პირიქით, ვხედავთ, უფრო მეტ ესკალაციას, უფრო მეტ აგრესიას, ეს ერთ-ერთი გამოვლინებაა. […]

როგორ წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება იყოს ამ ომის ლოგიკური დასასრული. მე მიმაჩნია, რომ უნდა მოხდეს ყველაფერი, ყველამ უნდა გამოიყენოს ძალ-ღონე რომ დასხდნენ მოსალაპარაკებლად და დაიწყოს მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესი, ამას ალტერნატივა არ აქვს”,

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კახოვკას კაშხალზე რუსეთის თავდასხმას გამოეხმაურა და თქვა, რომ ”ყველამ უნდა გამოიყენოს ძალ-ღონე რომ დასხდნენ მოსალაპარაკებლად და დაიწყოს მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესი”.