უნდა ვილაპარაკოთ ხვალინდელ დღეზე, ნაკლებად ვილაპარაკოთ წარსულზე – ეკა ბესელია პრეზიდენტის სასახლეში მივიდა

“უნდა ვილაპარაკოთ ხვალინდელ დღეზე, ნაკლებად ვილაპარაკოთ წარსულზე”-  პარტია ,,სამართლიანობისთვის” ლიდერი, ეკა ბესელია პრეზიდენტის  სასახლეში მივიდა. მისი თქმით, პროცესი მოკლევადიანი არ იქნება და ორივე მხარემ საუბარი წინაპირობების გარეშე უნდა დაიწყოს.

”ამ ფორმატს ღიად მივესალმე, მხარი დავუჭირე. იმდენად მძიმდება და რთულდება პოლიტიკური კლიმატი, რომ არ მგონია, რომ ვინმეს არ აწუხებდეს, ან არ ფიქრობდეს აქედან გამოსავალზე. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მშვიდი დიალოგი რთულია ამ დაპირისპირების ფონზე, მაგრამ პრეზიდენტი ამ ახალი ფორმატით ცდილობს ასეთი გარემოს შექმნას.

კარგად მესმის, რომ ეს არ იქნება მოკლევადიანი პროცესი, მე გავუზიარე ოპოზიციაში მოსაზრება, რომ ნუ შევქმნით მოლოდინს, რომ დღეს, ან ხვალ გვექნება კონკრეტული შედეგი. მთავარია, ეს პროცესი დაიწყოს მაქსიმალურად ბევრის ჩართულობით. უნდა ვილაპარაკოთ ხვალინდელ დღეზე, ნაკლებად ვილაპარაკოთ წარსულზე. საუბარი წინაპირობების გარეშე უნდა დავიწყოთ ” – განაცხადა ეკა ბესელიამ