“თვითონ როგორც უნდა გადაწყვიტოს, ვერავინ შეუშლის ამაში ხელს და ვერავინ შეაჩერებს. თვითონ იღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმოქმედოს და რა გააკეთოს. რა პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შეცვალოს? ეს მისი გადასაწყვეტია, უნდა იშიმშილოს, უნდა რამდენიც უნდა ჭამოს, ვინ უშლის?”

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ექსპრეზიდენტზე. მიხეილ სააკაშვილმა გუშინ კვლავ შიმშილობა დაიწყო.