ზოგადად, როდესაც, წახალისების მიზნით, ხდება მსგავსი ოდიოზური ადამიანების დაფინანსება, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. ეს ყველას ეხება. როცა, თუნდაც შენი განსხვავებული შეხედულების გამო, შეურაცხყოფას აყენებ ადამიანებს, ძალიან ცუდია.
ჩვენ ყველა უნდა მივეჩვიოთ განსხვავებული აზრის მიმღებლობას – არ აქვს მნიშვნელობა, ვინ თუ როგორი იქნება ის. ის, რომ ადამიანები სხვანაირად ფიქრობენ და შენ მთელი ამ ხნის განმავლობაში შეურაცხყოფას აყენებ მათ – ვხედავთ კამპანიებს, რომლებიც გარედან ფინანსდება, ახლა უკვე, როგორც მითხარით, თიბისი ბანკს დაუფინანსებია, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმე და ცუდია. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი აისახება ჩვენზე, საზოგადოებაზე.















