”ვაღიარებ, მომხრე ვიყავი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების, როცა აქ ამაზე ყველა არ თანხმდებოდა. ამის არგუმენტი იყო, რომ ქართველი ხალხი და ქართული სამოქალაქო საზოაგადოება ამას იმსახურებდა, მაგრამ ქართულმა ოცნებამ გამოიყენა კანდიდატის სტატუსი თავისი მიზნებისთვის. და ახლა რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ამის გადაწყვეტა, როცა თვითონ ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს, რომ შესაძლოა საქართველოს არ სურს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ შეგვიძლია, რომ გარედან ვაიძულოთ, რომ შეინარჩუნონ კანდიდატის სტატუსი? რადგან ჩვენ ვიცით, რომ ხალხის უმრავლესობა საქართველოში ეთანხმება პროდასავლურ კურსს. ამ მომენტში ჩვენ გვჭირდება, რომ ვფოკუსირდეთ გამჭვირვალე არჩევნებზე და მთელ სამართლებრივ ჩარჩოზე არჩევნების გარშემო. ეს არაა მარტივი, როგორც ნიკამ [გვარამია] ახსენა, უცხოელი აგენტების კანონის სამიზნეა ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ არჩევნების მონიტორინგს და დაკვირვებას. მეორე, თუ იქნება სანქციები თავად ივანიშვილის წინააღმდეგ, მას სჭირდება, რომ ჰქონდეს ინსტრუმენტები, რომ მიიღოს მისი აქტივები, ამისთვისაა მეორე კანონი. რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ვფიქრობ, ჩვენ უნდა მივიღოთ სანქციები რაც შეიძლება სწრაფად და დავრწმუნდეთ, რომ სანქციების სამიზნე იქნებიან ისინი, ვინც ცდილობენ საქართველოს გეზი შეცვალონ.