უნდა მივიღოთ 200-ათასიანი არმია – დავითაშვილი “დასაქმების პროგრამაზე”

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ დასაქმების პროგრამის მიზანი, რომელიც დღეს პრემიერმა გააჟღერა, დასაქმებული “200-ათასიანი არმიის შეექმნაა”

“ჩვენ გვაქვს ბევრი რამ გასაკეთებელი ახალი სამუშაო ადგილების ჩამოსაყალიბებლად, რომელიც იქნება როგორც მუნიციპალურ/საჯარო დონეზე, ასევე კერძო სექტორში. საბოლოოდ, ჩვენ უნდა მივიღოთ 200 ათასიანი არმია ადამიანების, რომლებმაც ქვეყნის ეკონომიკასა და წინსვლაში უნდა შეიტანონ თავიანთი წვლილი”,– ამბობს ვიცეპრემიერი.

მისივე თქმით, 200 ათასი ადამიანის დასაქმება ეტაპობრივად მოხდება და დაახლოებით 2 წელი დასჭირდება.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ მთავრობა შექმნის “სამუშაო ადგილების პროგრამას” და მოქალაქეებს სამუშაო ადგილებს შესთავაზებს. მისი თქმით, მთავრობა შექმნის ათასობით სამუშაო ადგილს.