უნდა მივცეთ პროკურატურას უფლება, სასამართლოს წინაშე დააყენოს საკითხი – ვოლსკი მელიაზე

“უნდა მივცეთ პროკურატურას უფლება, სასამართლოს წინაშე დააყენოს საკითხი “- ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, პარლამენტმა უნდა მისცეს პროკურატურას უფლება, რომ ნიკა მელიას საკითხი სასამართლოს წინაშე დააყენოს.

“ერთი რამეა, ჩვენ ვაძლევთ პროკურატურას ნებას, რომ სამართლებრივი შეურაცხყოფის საპასუხო პასუხი გადადგას. სამართლებრივი შეურაცხყოფა არ არის იურიდიული ტერმინი, როგორც ასეთი, მაგრამ აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ შენ აღკვეთის ღონისძიებად არ დაგინიშნეს პატიმრობა, არც შინა პატიმრობა და დაგინიშნეს აღკვეთის ღონისძიება როდესაც წინა პარლამენტმა მისცა ამის უფლება, რომ სასამართლოში ყოფილიყო საქმე წარმართული, აღკვეთის ღონისძიება დაგინიშნეს, რაღაც გარკვეული პირობით გარეთ ყოფნა. ამ პირობას არ ასრულებ და არც გირაოს არ იხდი, ანუ პარლამენტი უფლებას აძლევს, განიხილოს ეს საკითხი სასამართლომ და გადაწყვიტოს, შეუცვალოს თუა რა აღკვეთის ღონისძიება.ყოველგვარი ლოგიკა გავალებს, რომ ახლა არავის ციხეში ჩაჯდომა მე ვერც წარმომიდგენია, რომ ამაზე იყოს ლაპარაკი მხოლოდ, მაგრამ აქ სხვა სიტუაციაა. აქ ქვეყნის ბედსა და სტაბილურობაზეა საუბარი და, რასაკვირველია, უნდა მივცეთ პროკურატურას უფლება, რომ სასამართლოს წინაშე დააყენოს საკითხი”, -განაცხადა ვოლსკიმ.