ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის თქმით, გირგვლიანის საქმეზე პასუხისმგებლობა უნდა აეღო და გადამდგარიყო.
“ეს პოლიტიკოსებისათვის პოლიტიკურ საკითხად იქცა. პირადად ჩემთვის, ჩემი მეგობრებისათვის, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისათვის იქცა პოლიტიკურ პრობლემად.
მე ვთვლი, რომ უნდა ვყოფილიყავი უფრო მტკიცე, უნდა მიმეღო უფრო თამამი გადაწყვეტილება თავის დროზე. როგორც მინიმუმ, უნდა ამეღო პოლიტიკური პასუხისგებლობა და გადავმდგარიყავი”, — თქვა მერაბიშვილმა ,,მთავარი არხის” ეთერში.
მისი თქმით, გადადგომას ის და მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მიხეილ სააკაშვილი და კიდევ რამდენიმე ადამიანი განიხილავდნენ, თუმცა საკითხი ისე გადაწყდა, რომ არ გადადგა.
,,ეს საკითხი განიხილებოდა ჩემს მიერაც, ჩვენს გუნდშიც. მათ შორის სააკშვილი და რამდენიმე ადამიანი, პოლიტიკური ხელმძღვანელობა. იყო სხვადასხვა მოსაზრებები, თუმცა მოხდა ისე, რომ გადაწყდა ისე, როგორც გადაწყდა. თუმცა, უპირველეს ყოვლისა ჩემთვის, ასევე, ჩემი მეგობრებისათვის, იქნებოდა უკეთესი”,- თქვა მერაბიშვილმა.