“მე ბევრ რამეს ვაკეთებ იმისთვის, რომ ეს სიტუაცია შევარბილო. თუმცა, ზიანი რაც მოგვადგა, ეს მოგვადგა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო და შევიწყალებ თუ არა მას, ეს არ შეცვლის ამ ზიანს. მე ვფიქრობ, რომ მას უნდა მოექცნენ და ეს გამიხმაურებია კიდევაც, როგორც ძალიან ბევრ პრეზიდენტს ექცევიან სხვა ქვეყნებში. არსებობს ელექტრონული სამაჯურები და სხვა ფორმები, რომლებიც ბევრად უფრო შეესაბამება იმ ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში უნდა შესვლა,”

ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა  France 24-თან ინტერვიუში, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მესამე პრეზიდენთთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. ზურაბიშვილმა ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ ზიანი რომელიც საქართველოს სააკაშვილის დაპატიმრებით მიადგა, გამოწვეულია “ოცნების” გადაწყვეტილებებით და შეწყალება ამ ზიანს ვეღარ შეცვლის.