ლიტველ, ლატვიელ და ისლანდიელ მინისტრებთან ერთად საქართველოში ვიყავით და ვითარება ძალიან, ძალიან შემაშფოთებელია. ერთი მხრივ, არის უცხოელი აგენტების კანონი, მაგრამ საქმე ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროპული გზიდან უხვევს და ეს საჯაროდაც გამოაცხადეს. ამიტომ, დღეს ასევე საქართველოს საკითხსაც წამოვჭრით.
ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს და ძალიან ნათელი პასუხი უნდა გასცეს. ჩვენ პატივი მივაგეთ საქართველოს ხელისუფლებას, უვიზო რეჟიმის, ნებისმიერი მხარდაჭერის თვალსაზრისით, [საქართველოს] ასევე კანდიდატი ქვეყნის ოფიციალურ სტატუსი აქვს, ამიტომ ვაპირებთ საქართველოს საკითხის განხილვასაც, რადგან ქართველ ხალხს ევროკავშირში შესვლა სურს, რასაც მთავრობაც დაპირდა როგორც ქართველ ხალხს, ისე ევროკავშირსაც.
ასე რომ, ევროკავშირი ამ გზას მხარს არ უჭერს, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ სულ მცირე, შეთანხმებული გზის ცხრა ნაბიჯიც უნდა შეასრულოს. […]
უპირვლეს ყოვლისა, გვინდა, რომ ევროკომისიისგან ამ (რედ. სარეკომენდაციო) ცხრა ნაბიჯის შესახებ მიმოხილვა მივიღოთ და ასევე საპასუხო ქმედებები მოვამზადოთ, ვგულისხმობ, როგორც კანდიდატის სტატუსს და ასევე შესაძლებელია ინდივიდუალურ სანქციებსაც, შესაძლოა უვიზო რეჟიმის შეჩერება და გადახედვა განვიხილოთ. რაც მიეცა საქართველოს ხელისუფლებას, არ არის გარნატირებული, რადგან ახლა საქართველოს ხელისუფლება უნდა წინ წაიწიოს, როგორც ეს იყო შეთანხმებული ევროკავშირთან და ქართველ ხახლთან.