“ოპოზიცია, ჩემი აზრით, მხოლოდ ერთ ამოცანაში ვიქნებით ერთიანი, ჩვენ უნდა შევქმნათ გარემო, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გახდება იძულებული დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. ამას სჭირდება ჩვენი ხალხის პროტესტი შიგნით და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა გარედან. ამას სჭირდება კომპლექსური ღონისძიებები გატარება, რათა ეს ორი კომპონენტი იქნას მოპოვებული, მათ შორის ოპოზიციას მოუწევს საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბება პარლამენტში მუშაობასთან დაკავშირებით”
აცხადებს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, აკაკი ბობოხიძე.